ჩემპიონთა თასის გამარჯვებული, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - ვინ არის საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი
ფრანგი ვილი სანიოლი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელია – ახლო წარსულის ძალიან ცნობილი ფეხბურთელი და ახალგაზრდა მწვრთნელი, რომლის კანდიდატურაც ახლახან ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე დაამტკიცეს.
43 წლის სანიოლი მეორე ფრანგი იქნება, ვინც საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებს. პირველი ალენ ჟირესი იყო, რომელიც „ჯვაროსნებს“ 2004-2005 წლებში ავარჯიშებდა.
ვილი სანიოლი თამაშობდა „სენტ-ეტიენში“, „მონაკოსა“ და „მიუნხენის ბაიერნში“, იყო საფრანგეთის ნაკრების მცველი. მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი, კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული და მრავალი სხვა თასის მფლობელი. ნაკრებში დებიუტი 2000 წლის 15 ნოემბერს თურქეთთან მატჩში (4:0 საფრანგეთის ნაკრების სასარგებლოდ) ჰქონდა. 2008 წლის ზაფხულიდან არ უთამაშია და 2009 წლის დასაწყისში კარიერა აქილევსის მყესის ტრავმის გამო დაასრულა.
2013 წლიდან 2014 წლამდე იყო საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 2014-2016 წლებში იგი „ბორდოს“ სათავეში ჩაუდგა. 2017 წლის 9 ივნისს მიუნხენის „ბაიერნში“, მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თანაშემწედ დაინიშნა.
2017 წლის 28 სექტემბერს მან შეცვალა გათავისუფლებული კარლო ანჩელოტი და „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. მან გუნდი იუპ ჰაინკესის მისვლის შემდეგ დატოვა და მას მერე მწვრთნელად არ უმუშავია. 2018 წელს მიიწვიეს RMC Sport-ში მედიის კონსულტანტად.
ვილი სანიოლი
დაიბადა 1977 წლის 18 მარტს სენტ-ეტიენში, საფრანგეთში (43 წლის)
სიმაღლე – 182 სმ
პოზიცია – მარჯვენა მცველი
საკლუბო კარიერა
1995-1997 სენტ-ეტიენი 46 (1)
1997-2000 მონაკო 71 (0)
2000-2009 ბაიერნი 184 (7)
ეროვნული ნაკრები
2000-2008 საფრანგეთი 58 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2013-2014 საფრანგეთი U21
2014-2016 ბორდო
2017 ბაიერნი (მწვრთნელის ასისტენტი)
2017 ბაიერნი (მთავარი მწვრთნელი)
ჯილდოები და მედლები
მსოფლიო ჩემპიონატი – ვერცხლის მედალი (გერმანია) 2006
კონფედერაციის თასი
ოქროს მედალი (კორეა/იაპონია) 2001
ოქროს მედალი (საფრანგეთი) 2003
მიღწევები
“მონაკო”
საფრანგეთის ჩემპიონი: 2000
საფრანგეთის სუპერთასის გამარჯვებული: 1997
მიუნხენის „ბაიერნი“
გერმანიის ჩემპიონი: 2000/01, 2002/03, 2004/05, 2005/06, 2007/08
გერმანიის თასის მფლობელი: 2002/03, 2004/05, 2005/06, 2007/08
გერმანიის ლიგის თასის გამარჯვებული: 2000 წ
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 2000/01
საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული: 2001 წ
საფრანგეთის ნაკრები
კონფედერაციის თასის გამარჯვებული: 2001, 2003 წ
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი
პირადი ცხოვრება
დაოჯახებულია, ჰყავს ოთხი შვილი
ჰობი – ფილმები, მუსიკა, მოგზაურობა, შოპინგი.