ჩემპიონთა ლიგის ყოველი მატჩის შემდეგ, საუკეთესო მოთამაშე დაჯილდოვდება
უეფამ ჩემპიონთა ლიგაზე ყოველი მატჩის შემდეგ საუკეთესო მოთამაშის პრიზი დააწესა.
„საფინალო სასტვენის შემდეგ, ფეხბურთელი მიიღებს პრიზს გადამწყვეტ მომენტებში მისი მნიშვნელოვანი როლისთვის, ტაქტიკური განსწავლულობის, ფანტაზიის, ტექნიკის გამოვლენისა და ფეარ პლეის პრინციპების გამოჩენის ნიშნად“, – წერია უეფას განცხადებაში.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის და შემდგომი ეტაპების ყოველი მატჩის შემდეგ ლაურეატებს გამოავლენენ სტადიონზე უეფას დამკვირვებლები. ესენი არიან: ირლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე პეტ ბონერი, „რეალის“ ყოფილი მცველი აიტორ კარანკა, ირლანდიელი ფორვარდი რობი კინი, რუმინეთის ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი მცველი კოზმინ კონტრა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი ფილ ნევილი, ბელგიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი და ინგლისის ნაკრების დამრიგებელი გარეტ საუტგეიტი.