ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა „გლადბახსა“ და „სიტის“ შორის ბუდაპეშტში გაიმართება
გერმანიაში არსებული COVID-19-ის საწინააღმდეგო რეგულაციების გამო, ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა, „მანჩესტერ სიტისა“ და „გლადბახს“ შორის უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში „პუშკაშ-არენაზე“ გაიმართება, – ამის შესახებ უეფა-მ ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა.
„უეფა-ს შეუძლია დაადასტუროს, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირება „გლადბახსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის ბუდაპეშტში, „პუშკაშ-არენაზე გაიმართება. მატჩის თარიღი და დრო არ შეიცვლება.
უეფა-ს სურს, მადლობა გადაუხადოს „გლადბახსა“ და „სიტის“ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის, ასევე მადლობა უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციას დახმარებისათვის, რომ დათანხმდნენ ემასპინძლათ ამ მატჩისათვის“, – წერია უეფა-ს ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ლაიპციგისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირებაც ბუდაპეშტში გაიმართება.