ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი და გაირკვა პლეი ოფის 16 მონაწილე.
წილისყრის ცერემონიაზე განთესილები იქნებიან: „პარი სენ-ჟერმენი“, „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „ბარსელონა“, „ლაიპციგი“, „ვალენსია“.
განუთესავები არიან: „რეალი“, „ტოტენჰემი“, „ატალანტა“, „ატლეტიკო“, „ნაპოლი“, „დორტმუნდი“, „ლიონი“, „ჩელსი“.
მერედფინალში გავიდნენ მხოლოდ TOP5 ქვეყნების ჩემპიონატების წარმომადგენლები: ინგლისი და ესპანეთი წარმოდგენილები არიან ოთხ-ოთხი გუნდით, გერმანია და იტალია სამ-სამი გუნდით და საფრანგეთი – ორი გუნდით.