ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი | „იბერიასთან“ „მალმეს“, შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდეს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი | „იბერიასთან“ „მალმეს“, შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდეს #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმეს“ „იბერიასთან“ მატჩში, შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო ვერ დაეხმაროს – ინფორმაციას შვედეთის ჩემპიონის პრესსამსახური ავრცელებს.

„მალმეს“ დანიელი ნახევარმცველი ანდერს კრისტიანსენი ვარჯიშს შეუდგა და გუნდთან ერთად ჯერ მხოლოდ ფიზიკურად იტვირთება. მარცხენა მცველი უილიამ ოკესონი, ერიკ ბოთჰეიმი (წვივის ტრავმა), სტეფანო ვეკია (ზურგის ტრავმა), იოჰან დალინი (მუხლის პრობლემა) და გენტიან ლაიკი (მუხლის ტრავმა) რეაბილიტაციის კურსს განაგრძობენ.

კლუბმა უკვე დაიწყო „იბერიასთან“ თბილისური თამაშის ბილეთების გაყიდვა. სტუმართა სექციისთვის 100 ადგილია გამოყოფილი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. „მალმეს“ ფანებისთვის „მიხეილ მესხზე“ ადგილები 29-ე და 30-ე სექტორებში იქნება გამოყოფილი.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია“ „მალმეს“ 8 ივლისს მიხეილ მესხის  სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება – შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.