ჩემპიონთა ლიგის პირველი დღე - თრილერი ლივერპულში, დრამა მილანში და მესის მერვე ჰეთ-თრიკი
ჩემპიონთა ლიგის პირველი დღე - თრილერი ლივერპულში, დრამა მილანში და მესის მერვე ჰეთ-თრიკი

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი დღე სენსაციებისა და განსაკუთრებული მოულოდნელობების გარეშე, თუმცა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. აღსანიშნავია ლიონელ მესის ჰეთ-თრიკი, რომელიც მან ჩემპიონთა ლიგაზე მერვედ შეასრულა და აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა, ასევე „ინტერის“ მიერ მატჩის ბოლო 5 წუთში შემოტრიალებული თამაში და თრილერი ლივერპულში.

დღევანდელი მატჩები შემდეგი ანგარიშებით დასრულდა:

A ჯგუფი

ბრიუგე 0-1 დორტმუნდი
მონაკო 1-2 ატლეტიკო მადრიდი

B ჯგუფი

ბარსელონა 4-0 პსვ
ინტერი 2-1 ტოტენჰემი

C ჯგუფი

ცრვენა ზვეზდა 0-0 ნაპოლი
ლივერპული 3-2 პსჟ

D ჯგუფი

გალათასარაი 3-0 ლოკომოტივი მოსკოვი
შალკე 1-1 პორტუ

ხვალ პირველი ტურის მატჩები E, F, G, და H ჯგუფებში გაიმართება

E ჯგუფი

აიაქსი – აეკი
ბენფიკა – ბაიერნი

F ჯგუფი

შახტარი – ჰოფენჰაიმი
მანჩესტერ სიტი – ლიონი

G ჯგუფი

რეალ მადრიდი – რომა
ვიქტორია პლზენი – ცსკა

H ჯგუფი

ვალენსია – იუვენტუსი
იანგ ბოისი – მანჩესტერ იუნაიტედი