გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრები და გაირკვა ტურნირის ნახევარფინალური წყვილები.
მიუნხენში „ბაიერნმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა. ამ წყვილის გამარჯვებულის ბედი, ფაქტობრივად, პირველ მატჩში გადაწყდა – მანჩესტერში გვარდიოლას გუნდმა მეტოქე 3:0 დაამარცხა. მიუნხენში შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და ნახევარფინალის საგზური „მანჩესტერ სიტიმ“ მოიპოვა.
სათამაშო დღის მეორე შეხვედრაში „ინტერმა“ „ბენფიკას“ უმასპინძლა. პირველი შეხვედრა იტალიელებს კომფორტული სხვაობით ჰქონდათ მოგებული (2:0). ამჯერად კი სანახაობრივი და უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.
ამრიგად, ნახევარფინალში ერთამენთს შეხვდებიან:
მილანი (იტალია) – ინტერი (იტალია)
რეალი (ესპანეთი) – მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
პირველი მატჩები 9 მაისს გაიმართება, საპასუხო – 16 მაისს.