ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში, ნეიმარს პსჟ-დან გაშვებას დაჰპირდნენ
„პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი ფორვარდ ნეიმარს მადრიდის “რეალში” გაშვებას დაჰპირდა იმ შემთხვევაში, თუ პარიზული კლუბი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, – ამის შესახებ წერს პორტალი goal.com.
25 წლის ბრაზილიელმა უკვე განუცხადა თავის ახლობლებს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ესპანეთში დაბრუნება და მადრიდის “რეალში” თამაში სურს.
ესპანურ პრესაში უკვე დიდი ხანია წერენ იმის შესახებ, რომ ნეიმარი განიხილება კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად, რომელმაც შესაძლოა, ზაფხულში დატოვოს “რეალი”.
პორტუგალიელს “მანჩესტერ იუნაიტედში” ან ლისაბონის “სპორტინგში” დაბრუნების ვარიანტები აქვს.