ჩემპიონთა ლიგის მატჩები უქმეებზე გადააქვთ
ჩემპიონთა ლიგის მატჩები უქმეებზე გადააქვთ

მედიაპლატფორმა „დაგაუტის“ პრეზიდენტმა ელიოტ რიჩარდსონმა გაამხილა შესაძლო ცვლილებები ჩემპიონთა ლიგისა და ეროვნული ჩემპიონატების კალენდრებში.

„ძალიან სანდო წყაროებიდან შევიტყვე, რომ ჩემპიონთა ლიგას გადაიტანენ უქმეებზე. ეროვნული ჩემპიონატის მატჩები კი შუა კვირას გაიმართება. მატჩების დაწყების სხვადასხვა დრო ნიშნავს იმას, რომ თამაშები მოიცავს აუდიტორიას აზიასა და ამერიკაში. ცვლილებები შეეხება შიდა ჩემპიონატების უფლებების რეალიზაციასაც“, – დაწერა რიჩარდსონმა „ტვიტერზე“.
დაგაუტი (Dugout) ეს არის მედიაპლატფორმა, რომელიც თანამშრომლობს დაახლოებით 80 კლუბთან, მათ შორის „ბარსელონასთან“, „იუვენტუსთან“, „ბაიერნთან“, „ლივერპულთან“, „პარი სენ-ჟერმენთან“, „რეალთან“, „ჩელსისთან“ და ა. შ.