ცნობილი ხდება იმ არბიტრების ვინაობა, რომლებიც ამ სეზონის ევროთასების ფინალურ მატჩებზე იმუშავებენ.
გაირკვა, რომ 26 მაისს, კიევში დაგეგმილ ჩემპიონთა ლიგის ფინალს მადრიდის “რეალსა” და “ლივერპულს” შორის სერბი არბიტრი მილორად მაჟიჩი განსჯის.
მაჟიჩი 45 წლისაა. წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი შეხვედრა იმსაჯა. გასულ წელს, ის იყო ჩილესა და გერმანიას შორის კონფედერაციათა თასის ფინალის მსაჯი, ასევე ემსახურებოდა 2016 წლის უეფას სუპერთასის ფინალს მადრიდის “რეალსა” და “სევილიას” შორის.
ევროპის ლიგის ფინალს მოემსახურება ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი. გადამწყვეტი მატჩი 16 მაისს, ლიონში გაიმართება. ერთმანეთს “მარსელი” და მადრიდის “ატლეტიკო” შეხვდებიან.