ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი გიორგი შერმადინმა 12 ქულით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში პირველი მატჩი გამართა. კუნძულელებმა ფრანგულ „შოლეს“ უმასპინძლეს და 95:75 გაიმარჯვეს.
ეს წარმატება უმთავრესად ოთხი კალათბურთელის დამსახურებაა: გიორგი შერმადინმა 19 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი შეასრულა, მარსელინიო უერტასმა 13 პასი და 6 ქულა, ხოან სასტრემ – 15 ქულა, ხოლო ფინელმა სასუ სალინმა 9 სამქულიანი სტყორცნა და 8 ჩააგდო. შედეგად, მატჩი 25 ქულით დაასრულა.
ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში „ტენერიფეს“ და „შოლეს“ გარდა თამაშობენ თურქული „დარუშაფაკა“ და „ვეფ რიგა“. მათი შეხვედრა რიგაში თურქებმა მოიგეს – 84:75.