უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაზე ცნობილი გახდა ყველა განთესილი და განუთესავი გუნდის ვინაობა და საქართელოს მოქმედმა ჩემპიონმაც სავარაუდო მეტოქეების ვინაობა შეიტყო.
წინასწარ იყო ცნობილი, რომ ქუთაისის „ტორპედო“ განუთესავ გუნდებს შორის მოხვდებოდა და დიდი ალბათობით, რომელიმე ძლიერ გუნდს შეხვდებოდა. საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა უეფას ოფისში 19 ივნისს გაიმართება, თავად მატჩები კი 10 ივლისს დაიწყება.
ქუთაისის „ტორპედოს“ სავარაუდო მეტოქეების სია ასე გამოიყურება:
სელტიკი (შოტლანდია)
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
ლუდოგორეცი (ბულგარეთი)
რუსენბორგი (ნორვეგია)
ჰაპოელ ბერ შევა (ისრაელი)
აპოელი (კვიპროსი)
ყარაბაღი (აზერბაიჯანი)
ასტანა (ყაზახეთი)
მალმე (შვედეთი)
შერიფი (მოლდოვა)
ვიდეოტონი (უნგრეთი)
კუკესი (ალბანეთი)
ზრინსკი (ბოსნია ჰერცოგოვინა)
ნიუ სანტსი (უელსი)
ჰიკ (ფინეთი)