შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის წილისყრა, რომლის შემდეგაც, გაირკვა გუნდების პოტენციური წყვილები, რომლებიც იბრძოლებენ ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად:
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)/ტრნავა (სლოვაკეთი)-ზალცბურგი (ავსტრია)/შკენდია (მაკედონია)
ყარაბახი (აზერბაიჯანი)/ბატე (ბელარუსი)-ეინდჰოვენი (ჰოლანდია)
იანგ ბოიზი (შვეიცარია)-ასტანა (ყაზახეთი)/დინამო (ხორვატია)
მალმიო (შვედეთი)/ვიდეოტონი (უნგრეთი)-სელტიკი (შოტლანდია)/აეკ (საბერძნეთი)
ბენფიკა (პორტუგალია)/ფენერბაჰჩე (თურქეთი)-პაოკ (საბერძნეთი)/სპარტაკი (რუსეთი)
სტანდარდი (ბელგია)/აიაქსი (ჰოლანდია)-სლავია (ჩეხეთი)/დინამო (უკრაინა)
პირველი მატჩები 21-22 აგვისტოს გაიმართება, განმეორებითი – 28-29 აგვისტოს.