ჩემპიონთა ლიგაზე კიტეიშვილის დებიუტი შედგა - „შტურმმა“ სტუმრად „ბრესტთან“ წააგო #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე კიტეიშვილის დებიუტი შედგა - „შტურმმა“ სტუმრად „ბრესტთან“ წააგო #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილი კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა – სადებიუტო შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველის გრაცის „შტურმი“ ფრანგულ „ბრესტთან“ 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გრაცელების ძირითად შემადგენლობაში იყო, 78 წუთი ითამაშა და საგოლე შეტევაში მონაწილეობდა.

ანგარიში „ბრესტმა“ 23-ე წუთზე გახსნა – საჯარიმოს სიახლოვიდან ჰუგო მაგნეტიმ კარში ზუსტად დაარტყა. ავსტრიელებმა წონასწორობა 45+1-ე წუთზე აღადგინეს. კიტეიშვილის წამოწყებული იერიში დანიელმა თავდამსხმელმა, ვილიამ ბოვინგმა განავითარა და კარში დაარტყა, „ბრესტის“ ნახევარმცველმა ედიმილსონ ფერნანდესმა კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

„ბრესტმა“ 56-ე წუთზე დაწინაურება მეორედ მოახერხა. ფრანგების შეტევა აბდალაჰ სიმამ დაასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჩემპიონთა ლიგაზე გრაცის „შტურმი“ შემდეგ შეხვედრას 2 ოქტომბერს სახლში გამართავს. ოთარ კიტეიშვილის გუნდი „ბრიუგეს“ უმასპინძლებს.