ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ მატჩი 8 აგვისტოს უნდა გაიმართოს
ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ მატჩი 8 აგვისტოს უნდა გაიმართოს

უეფამ დაიწყო მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის კალენდრის შედგენა.

ევროპის მთავარი საფეხბურთო ორგანო „იუვენტუსსა“ და „ლიონს“ შორის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის გამართვას 8 აგვისტოს აპირებს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით. ამ გუნდების პირველი შეხვედრა საფრანგეთში „ლიონმა“ 1:0 მოიგო.

ასევე ირკვევა, რომ მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები, შესაძლოა, 10-12 აგვისტოს ჩატარდეს.

ოთხშაბათს, 6 მაისს გაიმართა მთავარი ევროპული კლუბების პრეზიდენტების შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უეფა აპირებს ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი გათამაშების დასრულებას. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ეროვნული ჩემპიონატები ივლისის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც აგვისტოში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მატჩები განახლდება.