უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა უარჰყო გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეოგამეორების სისტემა ამოქმედდება.
„ არ ვიცი, საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია. ჩვენ ნამდვილად არ გვისაუბრია ამაზე. ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ ამ სისტემაში. არსებობს ბევრი საკითხი და რეგულაცია, რომელიც დახვეწას საჭიროებს. მაგალითად, ვინ წყვეტს, გამოიყენონ თუ არა ვიდეო გამეორება – ვიდეორეფერი თუ მთავარი არბიტრი? რას ხედავენ მსაჯები და რას ვერა? ამ კითხვებზე უფრო მკაფიო პასუხებია საჭირო, რადგან ბევრი რამ ისევ ბუნდოვანია. ვიცით, რომ ადრე თუ გვიან დადგება ვიდეორეფერის საჭიროებს საკითხი, თუმცა მანამდე წინ ბევრი სამუშაოა“ – განაცახადა ჩეფერინმა.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პრესასა და მედიაში აქტიურად დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ უეფა ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონზე ვიდეოგამეორების სისტემის დანერგვას აპირებდა. პირველ ეტაპზე ის მეოთხედფინალიდან უნდა ამოქმედებულიყო.