ჩემპიონთა ლიგა | „მილანი“-„ტოტენჰემის“ მატჩზე ქართველმა დირექტორმა იმუშავა #1TVSPORT
ირაკლი ნაკაიძემ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზე იმუშავა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ყველაზე პოპულარული საკლუბო ტურნირის შეხვედრაზე, უეფა-მ დელეგატის სტატუსით მიავლინა.
ახალგაზრდა ქართველი საფეხბურთო ფუნქციონერი „მილანსა“ და ლონდონის „ტოტენჰემს“ შორის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრას მოემსახურა, რომელიც იტალიაში, „სან სიროზე“, 14 თებერვალს გაიმართა.
სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამართულ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე დელეგატად მუშაობს.
უეფა ნაკაიძეს ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშების ორგანიზებას ანდობს.