ჩემპიონთა ლიგა | მატჩი, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს - „სევილია“ ჰალანდის გაჩერებას შეეცდება #1TVSPORT 
ჩემპიონთა ლიგა | მატჩი, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს - „სევილია“ ჰალანდის გაჩერებას შეეცდება #1TVSPORT 

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, კიდევ ერთი საინტერესო მატჩი გაიმართება. განმეორებით შეხვედრაში ერთმანეთს „დორტმუნდი“ და „სევილია“ დაუპირისპირდებიან.

ერთი შეხედვით ამ დუელში თითქოს ყველაფერი გარკვეულია. პირველ შეხვედრაში გერმანელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, მეტოქეს სტუმრად 3 გოლი გაუტანეს და 2 საკუთარ კარში მიიღეს. ლოპეტეგის გუნდს „დორტმუნდთან“ შეხვედრამდე 8-მატჩიანი მოგებების სერია ჰქონდა და ასეთ შედეგს ძალიან ცოტა ელოდა. ამ შეხვედრის შემდგომ კი „სევილიამ“ 4-დან 3 მატჩი წააგო და აქედან 2 ლა ლიგაში, სადაც მე-4 ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ „ატლეტიკოს“ 11 ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება „დორტმუნდს“, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გერმანელებს ცუდი სეზონი აქვთ. ბუნდესლიგაში 24 ტურის შემდეგ მე-6 ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგის ზონამდე 4 ქულა აკლიათ.

 

სავარაუდო შემადგენლობები:

დორტმუნდი: ჰიტცი, მუნიერ, ჩანი, ჰუმელსი, შულცი, დელანი, ბელინგემი, დაუდი, დილეინი, როისი, აზარი, ჰალანდი.

სევილია: ბონო, ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, აკუნია, ჟორდანი, ფერნანდო, ოკამპოსი, რაკიტიჩი, გომესი, ენ ნესირი.

 

მწვრთნელების კომენტარი:

ედინ ტერზიჩი (დორტმუნდი): მიუხედავად იმისა, რომ „სევილია“ ბოლო დროს არც თუ ისე კარგ ფორმაში იმყოფება, მათგან ძალიან კარგ თამაშს ველოდებით. ამ თამაშში ისინი აქტიურად ითამაშებენ. გვენატრება ჩვენი გულშემატკივრები, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ სიტუაციას უნდა შევეგუოთ და უნდა დაველოდოთ მათ დაბრუნებას.

ჟულენ ლოპეტეგი (სევილია): დიდი ენთუზიაზმით ვართ და ჩვენ სიძლიერეებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ. „დორტმუნდი“ არაჩვეულებრივი გუნდია, რომელსაც ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ჰალანდი კი მსოფლიო დონის მოთამაშეა.