კომპანია „ელექტრონიკ არტს“ (Electronic Arts) და უეფა 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ტურნირს გამართავენ, სადაც საპრიზო ფონდი 280 ათასი დოლარი იქნება.
ტურნირი დაიწყება ონლაინ-შესარჩევებით, რომლებიც დაგეგმილია 2-3 მარტს. 64 საუკეთესო მოთამაშე მიიღებს ტურნირის საგზურს, საიდანაც გამოვლინდება რვა უძლიერესი მოთამაშე. ფინალური დაპირისპირებები გაიმართება 31 მაისს მადრიდში, ერთი დღით ადრე 2018/2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩამდე.
გამარჯვებული მიიღებს 100 ათას დოლარს. ტურნირი გაიმართება PlayStation 4-ით.