ჩემპიონთა ლიგა | კაშიამ და კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს - „სლოვანი“ ჰაიფას „მაკაბისთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ბრატისლავის „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფას „მაკაბის“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
სლოვაკეთის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ორივემ შეუცვლელად ითამაშა. პირველი ტაიმი „მაკაბიმ“ კარგად დაიწყო და მეხუთე წუთზე ფრანცდი პიეროს გოლით დაწინაურდნენ. მართალია, მე-12 წუთზე იურაი კუცკამ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ სამ წუთში დია საბამ ჰაიფელები ისევ დააწინაურა და ტაიმი „მაკაბიმ“ 1:2 მოიგო.
მეორე ნახევარში „სლოვანი“ მთელი ძალებით უტევდა და კარგი მომენტებიც შექმნა. 86-ე წუთზე ჯაბა კანკავას ძლიერი დარტყმის შემდეგ „მაკაბი“ ხარიხამ გადაარჩინა, პირისპირ დარჩენილმა მისმა თანაგუნდელმა კი ბურთი ძელს მოარტყა. საბოლოოდ, „სლოვანმა“ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
სლოვაკეთის ჩემპიონი საპასუხო შეხვედრაში ისრაელის კლუბს ჰაიფაში 15 აგვისტოს ესტუმრება. წყვილის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებს, ხოლო დამარცხებული ევროპალიგის პლეი ოფში ითამაშებს.