ჩემპიონთა ლიგა. IV ტური - E ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა
* „ლივერპულმა“ მატჩში 30 დარტყმა შეასრულა.
* 2013 წელს, „რეალთან“ წაგების (0:3) შემდეგ, „ლივერპული“ არ მარცხდება „ენფილდზე“ 24 მატჩის განმაძლობაში (+18=6).
* „გენკს“ ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე არ მოუგია, არადა, ამ ტურნირზე 16 მატჩი აქვს ჩატარებული – ეს არის ყველაზე ცუდი სერია ტურნირის ისტორიაში.
* მოჰამედ სალაჰმა მონაწილეობა მიიღო „ენფილდზე“ „ლივერპულის“ 68 გოლში (50+18). ეგვიპტელს საშინაო სტადიონზე 59 მატჩი აქვს ჩატარებული.
* 11 მომენტი ჰქონდა „ზალცბურგის“ წინააღმდეგ ხოსე კალიეხონს. ბოლოს ასეთი მაჩვენებელი დააფიქსირა მესუთ იოზილმა 2011 წლის აპრილში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ მატჩში.
* 19 წლის ერლინგ ჰალანდმა ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის შემდეგ, ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა და მეოთხე მოთამაშე გახდა, ვინც ამგვარი სერია შექმნა. ნორვეგიელი შეუერთდა ზე კარლოსს, დელ პიეროსა და დიეგო კოშტას.
* ჰაალანდი შვიდი გოლით ლიდერობს ბომბარდირთა ბრძოლას.
ლივერპული-გენკი 2:1
გოლები: 1:0 ვიინალდუმი (14), 1:1 სამატა (41), 2:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (53)
ლივერპული (4-3-3): ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, მილნერი – ოქსლეიდ-ჩემბერლენი (75. მანე), ფაბინიო, ვიინალდუმი – სალაჰი, ორიჯი (89. რობერტო ფირმინო), კეიტა (74. რობერტსონი).
გენკი (4-4-2): კუკე – კუესტა ფიგეროა, დევაესტი, ლუკუმი, დე ნორე – მეჰლი, ჰაინენი, ბერგე, იტო (68. ნდონგალა), ჰროსოვსკი (85. ბონგონდა) – სამატა.
ნაპოლი-ზალცბურგი 1:1
გოლები: 0:1 ჰაალანდი (11-პენ), 1:1 ლოსანო (44)
ნაპოლი (4-4-2): მერეტი – დი ლორენცო, მაქსიმოვიჩი, კულიბალი, რუი მარიო (46. ლუპერტო) – კალიეხონი, რუისი, ზელინსკი, ინსინიე – მერტენსი (73. მილიკი), ლოსანო (86. ლორენტე).
ზალცბურგი (5-3-2): კარლოსი – კრისტენსენი, პონგრაჩიჩი (46. მვეპუ), ონგუენე, ვობერი, ულმერი – მინამინო (61. აშიმერუ), იუნუზოვიჩი, შობოშლაი – ჰაალანდი (75. დაკა), ჰი-ჩან ჰვანი.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლივერპული 4 3 0 1 10:7 9
1. ნაპოლი 4 2 2 0 6:3 8
3. ზალცბურგი 4 1 1 2 12:10 4
4. გენკი 4 0 1 3 4:12 1