ჩემპიონთა ლიგა | გურამ კაშიას „სლოვანი“ ზაგრების „დინამოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გურამ კაშიას „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგაზე ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა.
ვლადიმირ ვაისის გუნდმა მე-4 ტურის მატჩი კარგად დაიწყო და მე-5 წუთზე დავიდ შტრელეცის გოლით დაწინაურდა, მაგრამ ხუთ წუთში ხორვატებმა დარიო სპიკიჩის ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინეს, ხოლო 30-ე წუთზე პეტარ სუჩიჩმა „დინამო“ წინ გაიყვანა და ხორვატებმა ტაიმი 2:1 მოიგეს.
„დინამომ“ მეორე ტაიმში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 54-ე წუთზე ბრატისლავის „სლოვანის“ კარი სანდრო კულენოვიჩმა აიღო, რომელმაც 72-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
ბრატისლავის „სლოვანი“ 4 ტურის შემდეგ ისევ ქულის გარეშეა. ვლადიმირ ვაისის გუნდი შემდეგ შეხვედრას 26 ნოემბერს საკუთარ სტადიონზე „მილანთან“ გამართავს.