ჩემპიონთა ლიგა | აზაროვს ისევ არ უთამაშია - „შახტარმა“ „იანგ ბოიზი“ დაამარცხა #1TVSPORT
დონეცკის „შახტარი“, სადაც ირაკლი აზაროვი თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში შვეიცარიულ „იანგ ბოიზს“ დაუპირისპირდა და მთავარ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.
გელზენკირხენის „ველტინს არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი უკრაინელთა სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ ისევე როგორც წინა მატჩებში, არც ამჯერად უთამაშია. „ჯვაროსნების“ მოთამაშემ ბოლო ექვსი მატჩიდან მხოლოდ ორჯერ ითამაშა უკრაინის ჩემპიონატში.
დონეცკის „შახტარმა“ თამაში კარგად ვერ დაიწყო და 27-ე წუთზე გატანილი გოლით „იანგ ბოიზი“ კასტრიოტ იმერიმ დააწიანურა. უკრაინელებმა 33-ე წუთზე ოლეკსანდრ ზუბკოვის გოლით ჯერ წონასწორობა აღადგინეს, ხოლო 41-ე წუთზე გეორგი სუდაკოვის ზუსტი დარტყმით წინ გავიდნენ.
ოთხი ტურის შემდეგ დონეცკის „შახტარს“ ოთხი ქულა დაუგროვდა. შემდეგ მატჩს უკრაინელები 28 ნოემბერს სტუმრად „ეინდჰოვენთან“ გამართავენ.