ჩემპიონთა ლიგა | 23 წუთში 25 ქულა - შერმადინი ლატვიელებმა ვერ შეაჩერეს [ვიდეო] #1TVSPORT
00:56, 18.03.2021
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ლატვიურ „ვეფ რიგას“ უმასპინძლა და 77:64 დაამარცხა.
ბალტიისპირელებს ძალიან გაუჭირდათ ქართველი ცენტრის შეჩერება, რომელმაც 23 წუთში 25 ქულა (14/9 ორქულიანი, 8/7 საჯარიმო), 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ამ მაჩვენებლით იგი მატჩის ბომბარდირი და ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა – მარგი ქმედების კოეფიციენტმა 31-ს მიაღწია.
— Basketball Champions League (@BasketballCL) March 17, 2021
17 ქულა ჰქონდა გიორგის თანაგუნდელ სასუ სალინს, ხოლო მარსელინიო უერტასმა 4 ქულასთან ერთად 8 პასი მიითვალა. ეს ის პასებია, რომლებიც შერმადინმა ორქულიანებად აქცია.
3 ტურის შემდეგ „ტენერიფეს“ ორი მოგება აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა. თუმცა ერთით მეტი მატჩი აქვს გამართული ორი მოგების მქონე „ბურგოსს“, რომელშიც თად მაკფადენი თამაშობს.