ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „ლივერპულმა“ მილანში ცენტრალური მცველების გოლებით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „ლივერპულმა“ მილანში ცენტრალური მცველების გოლებით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* პაულო ფონსეკას ხელმძღვანელობით „მილანმა“ ხუთიდან ერთი მატჩი მოიგო.

* არნე სლოტს „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხუთ მატჩში ოთხი მოგება აქვს.

* „მილანს“ 11-ჯერ დაურტყეს ზუსტად კარში, რაც ჩემპიონთა ლიგაში მისივე ანტირეკორდის გამეორებაა. ასევე 11 ზუსტი დარტყმა მიიღო „მილანმა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (2007) და „აიაქსთან“ (2010) მატჩებში.

 

მილანი-ლივერპული    1:3

გოლები: 1:0 პულიშიჩი (3), 1:1 კონატე (23), 1:2 ვან დეიკი (41), 1:3 სობოსლაი (67)

მილანი: მენიანი (51. ტორიანი), კალაბრია (69. ემერსონი), პავლოვიჩი, ტომორი (84. გაბია), ტ. ერნანდესი, ფოფანა, ლოფტუს-ჩიკი (69. აბრაჰამი), პულიშიჩი, რეინდერსი, რაფაელ ლეაო, მორატა (84. ოკაფორი).

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი (79. გომესი), ვან დეიკი, კონატე, ციმიკასი, გრავენბერხი, მაკალისტერი (90+2. ენდო), სალაჰი (90+2. კიეზა), სობოსლაი, გაკპო (68. ლუის დიასი), დიოგო ჟოტა (68. ნუნიესი).