ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი - პორტუ-იუვენტუსი 2:1, ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო]
ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი - პორტუ-იუვენტუსი 2:1, ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო]

ფაქტები

* მეჰდი ტარემმა ანგარიში 63-ე წამზე გახსნა. ეს ყველაზე სწრაფი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე 2013 წლის აპრილის შემდეგ, როცა დავიდ ალაბამ („ბაიერნი”) მეოთხედფინალში „იუვენტუსის” წინააღმდეგ 24-ე წამზე გამოიჩინა თავი.

* მარეგამ მეორე ტაიმის სტარტიდან მე-19 წამზე გაიტანა – „იუვენტუსს” მეორე ტაიმში ასე სწრაფად გოლი არ გაუშვია.

* „იუვენტუსმა” პირველ ტაიმში ერთი ზუსტი დარტყმა შეასრულა – მე-40 წუთზე დემირალმა.

* 2018 წლის აპრილის შემდეგ, ფედერიკო კიეზა კრიშტიანო რონალდოს გარდა, პირველი ფეხბურთელია, ვინც „იუვენტუსის” რიგებში პლეი ოფში გოლი გაიტანა.

 

პორტუ-იუვენტუსი      2:1

გოლები: 1:0 ტარემი (2), 2:0 მარეგა (45), 2:1 კიეზა (83)

პორტუ (4-4-2): მარკეზინი – მანაფა, მბემბა, პეპე, სანუსი – კორონა (90+1. ნ’დიაიე), ურიბე, სერჟიო ოლივეირა (90. ჩიკო კონსეისაო), ოტავიო (57. ლუიშ დიასი) – მარეგა (66. გრუიჩი), ტარემი.

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი – დანილო, დე ლიგტი, კიელინი (35. დემირალი), ალექს სანდრო – კიეზა, რაბიო, ბენტანკური, მაკენი (63. ალვარო მორატა) – კულუსევსკი (77. რემზი), კრიშტიანო რონალდო.