ჩემპიონმა სეზონი მოგებით განაახლა - ბათუმელებს მოგება რადინმა მოუტანა #1TVSPORT
21-ე ტურის ცენტრალურ მატჩს „თენგიზ ბურჯანაძე – არენამ“ უმასპინძლა – გასული სეზონის მესამეადგილოსანი გორის „დილა“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ გამართულ მატჩში ბათუმელები „დილას“ პირველი წრის შემდგე დასუსტებული შემადგენლობით ესტუმრნენ – „დინამო“ დატოვეს ირაკლი აზაროვმა, თორნიკე გაფრინდაშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მთავარი ამბები მეორე ტაიმში დატრიალდა. 81-ე წუთზე გორელთა მეკარე დანილო კამინცევმა ბურთი თავისიანს გადააწოდა, მაგრამ გადაცემა მილან რადინმა ჩაჭრა და ზუსტი დარტყმით მოქმედი ჩემპიონი დააწინაურა.
საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ უმძიმესი შეხვედრა 1:0 მოიგო, 50 ქულა დააგროვა და კონკურენტ „დინამო თბილისთან“ (41) უპირატესობა ისევ 9 ქულამდე გაზარდა. „დილა“ (34) მეოთხე პოზიციაზეა.
ეროვნული ლიგის 21-ე ტური ორშაბათს, 15 აგვისტოს დასრულდება – „საბურთალო“ ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს, რომელიც ზაფხულის შესვენებაზე საგრძნობლად განახლდა. ეს მატჩიც „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გაიმართება.
ტური 21
ორშაბათი, 15 აგვისტო
საბურთალო – ტორპედო
20:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი