ჩემპიონმა ქულები დაკარგა - ბათუმის „დინამოს“ ფრე „სიონთან“ #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული და ლიდერი ბათუმის „დინამო“ 28-ე ტურის მატჩში ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ „სიონს“ ესტუმრა და მხოლოდ ქულა მოიპოვა 1:1.
ბათუმელებმა თამაში კარგად დაიწყეს და 24-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. მასპინძელთა კარი მილან რადინმა აიღო. მაგრამ 42-ე წუთზე დავით ზურაბიანთან უხეშობისთვის „დინამოს“ ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი მოედნიდან გააძევეს.
ბათუმელებმა რიცხობრივი უპირატესობით მეორე ტაიმში ისარგებლეს და ეს ნიკა ხორხელის კარგი ინდივიდუალური თამაშის წყალობით მოხდა – 55-ე წუთზე „სიონის“ შემტევმა ეროვნული ნაკრების მცველი გოგა ჩაბრაძე ეფექტური ფინტით ჩამოიშორა და კარის წინ გი გნაბუიუ მონახა, რომელმაც ზუსტად დაარტყა. მატჩის ბოლოს, 76-ე წუთზე ბოლნისელთა ცენტრალური მცველი თემურ ბექაურიც გააძევეს, ანგარიში კი აღარ შეცვლილა 1:1.
ეროვნულ ლიგაში გამართული 28 ტურის შემდეგ ლიდერებში ბრძოლა მაქსიმალურად დაძაბულია – ბათუმის „დინამომ“ ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო და 61 ქულით „დინამო თბილისთან“ (60) უპირატესობის გაზრდის შანსი ხელიდან გაუშვა, ხოლო „სიონმა“ (29) „თელავის“ (30) გადასწრება ვერ მოახერხა.