ფუტსალის ლიგაში 2021 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა, მოქმედი ჩემპიონის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მოგებით დასრულდა.
დავით ბობოხიძის გაწვრთნილი თსუ ლიგის დებიუტანტ პსპ-ს შეხვდა და დამაჯერებლად, 6:2 დაამარცხა. გამარჯვებულებიდან თავი გამოიჩინეს სილაგავამ (3), ჩიმაკაძემ (2) და მეკარე ასლანმა, ხოლო პსპ-დან – გოგოჩაიშვილმა და ლომიძემ.
თსუ-პსპ 6:2
გოლები: სილაგავა 1:0, გოგოჩაიშვილი 1:1, ჩიმაკაძე 2:1, ლომიძე 2:2, სილაგავა 3:2, ჩიმაკაძე 4:2, სილაგავა 5:2, ასლანი 6:2
პირველ სათამაშო დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართა. „თბილისმა“ „ილიაუნი“ 3:2 დაამარცხა, ხოლო „თელასმა“ – კავკასიის უნივერსიტეტს 3:1 სძლია.