ჩემპიონი „ნაპოლი“ სტუმრად „მონცასთან“ დამარცხდა, კვარაცხელია მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში შევიდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურის შეხვედრა „მონცასთან“ სტუმრად ჩაატარა და 0:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ლუჩანო სპალეტი, ბოლო ორი ტურია, არ ტვირთავს. ამჯერადაც ხვიჩა სათადარიგოებს შორის იყო. „ნაპოლიმ“ პირველი ტაიმი 0:1 წააგო, ანგარიში მე-18 წუთზე დანი მოტამ გახსნა.
თამაშის ასეთი სცენარი „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის არ მოეწონა და შესვენების შემდეგ შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე ქართველი თავდამსხმელი შეიყვანა.
„პარტენოპეი“ ინერტულად თამაშს განაგრძობდა და 53-ე წუთზე მეორე გოლიც გაუშვა. „მონცას“ სწრაფი კონტრშეტევა ანდრეა პეტანიამ ზუსტი დარტყმით დაასრულა, რითიც მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა.
„ნაპოლი“ ამის შემდეგ გააქტიურდა. ხვიჩა კვარაცხელიამ სიტუაცია რამდენჯერმე გაამწვავა, მაგრამ თამაშის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა და ნეაპოლელები დამარცხდნენ.
იტალიის სერია A-ს 35-ე ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 83 ქულა აქვს, მეორეადგილოსან „იუვენტუსს“ კი სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე 17 ქულით ასწრებს.