ბრუკლინის „ბარლაის ცენტრში“ რამდენიმე წუთის წინ დასრლდა UFC-ს მორიგი ღამე. დღის ცენტრალური დაპირისპირება ჰენრი სეხუდოსა (14-2) და მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონ ტი ჯეი დილაშოუს შორის შედგა. სეხუდომ ბევრისთვის მოულოდნელად ძლიერი მეტოქე, რომელიც ჩხუბამდე ფავორიტად ითვლებოდა, 32 წამში ნოკაუტიტ დაამარცხა.
გამარჯვების შემდეგ ჩემპიონმა განაცხადა, რომ ის წონითი კატეგორიის შეცვლას გეგმავს. აქამდე ტი ჯეი დილაშოუ ნოკაუტში არავის გაუშვია.