ჩემპიონატისთვის „შუქურას“ განაცხადი ცნობილია - გუნდს მიხეილ სარდალიშვილი უკაპიტნებს #1TVSPORT
ჩემპიონატისთვის „შუქურას“ განაცხადი ცნობილია - გუნდს მიხეილ სარდალიშვილი უკაპიტნებს #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურამ“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონის განაცხადი დაასახელა – ცნობილი გახდა, მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი ჩემპიონატში რა შემადგენლობას დაეყრდნობა.

მეკარეები: გოგი კულუა, გიორგი აბრამიშვილი.

მცველები: რომან ჩაჩუა, სანდრო გელაშვილი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გაგა გაზდელიანი, კუროკი კოკენი, ლევან ქურდაძე, ლაშა კასრაძე, ალეკო ჩაკვეტაძე, ლუკა ასათიანი, ალეკო ანანიძე.

ნახევარმცველები: მიხეილ სარდალიშვილი (კაპიტანი), გიორგი ჯანელიძე, ცოტნე ფაცაცია, ნიკოლოზ ბაშელეიშვილი, ლაშა კვარაცხელია, ილია საბიაშვილი, ლუკა ლორთქიფანიძე.

თავდამსხმელები: ირაკლი ლექვთაძე, ბანტუ მზვაკალი, გია აფხაზავა, ბექა ვერულიძე.

ცნობილი გახდა, რომ გუნდის კაპიტანი მიხეილ სარდალიშვილი იქნება. 30 წლის გამოცდილ ფეხბურთელს უთამაშია „ზესტაფონში“, „გაგრაში“, საჩხერის „ჩიხურაში“, ქუთაისის „ტორპედოში“, თბილისის „მერანში“, ქობულეთის გუნდში კი 2021 წლიდან თამაშობს.

ქობულეთელებმა დაიმატეს ბანტუ მზვაკალი – 29 წლის სამხრეთაფრიკელი თავდამსხმელი, რომელიც გასულ სეზონში „რუსთავში“ თამაშობდა.