ჩემპიონატი განახლდა - „ტორპედო“ „სამგურალთან“ დამარცხდა, ცეცაძე სათადარიგოებიდან გააძევეს [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონატი განახლდა - „ტორპედო“ „სამგურალთან“ დამარცხდა, ცეცაძე სათადარიგოებიდან გააძევეს [ვიდეო] #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგაში თამაშები განახლდა, მე-6 ტურის პირველი შეხვედრა ქუთაისის „რამაზ შენგელია -არენაზე“ გაიმართა. „ტორპედომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და სეზონში მესამე მარცხი განიცადა.

სამგურალი“ თავს კარგად იცავდა და პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. მე-14 წუთზე სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, გიორგი თევზაძემ კარის წინ მოძებნა ომარ პატარკაციშვილი, რომლის თავური დარტყმითაც ანგარიში გაიხსნა.

36-ე წუთზე კი მეკარე დინო ჰამზიჩმა ბურთი ცუდად მოიგერია და დამატებაზე დავით მაისაშვილი „მაკრატელათი“ ულამაზესი გოლის ავტორი გახდა.


ქუთაისელთა ცუდმა სტარტმა „ტორპედოს“ გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია, მათთან შეკამათებისთვის კი მთავარმა არბიტრმა გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე სათადარიგოთა სკამიდან გააძევა.

„ტორპედოში“ ორი დებიუტანტი ვიხილეთ და ორივე დონეცკის „შახტარის“ ყოფილი წევრი – ძირითადში იყო გიორგი არაბიძე, ხოლო მეორე ტაიმში მოედანზე ბექა ვაჩიბერაძე გამოჩნდა, რომელიც ოდესის „ჩერნომორეციდან“ უკრაინაში რუსეთში აგრესიის გამო წამოვიდა.

მასპინძლებმა მთელი ძალებით შეუტიეს და თამაშის გადარჩენა სცადეს, მაგრამ, საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა – „სამგურალმა“ 0:2 მოიგო და 6 ტურის შემდეგ 7 ქულით მესამე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ 3 ქულით მე-8 პოზიციაზეა.