ჩელსისა და მანჩესტერ იუნაიტედის მატჩი კონფლიქტით დასრულდა [ვიდეო]
ჩელსისა და მანჩესტერ იუნაიტედის მატჩი კონფლიქტით დასრულდა [ვიდეო]

პრემიერლიგის მეცხრე ტურის ცენტრალური მატჩი, რომელიც „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გაიმართა, სკანდალით დასრულდა.

მატჩის შემდეგ, „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო „ჩელსის“ სათადარიგოთა სკამისკენ იწევდა. პორტუგალიელი იმან აღაშფოთა, რომ ლონდონელთა დამრიგებლის, მაურიციო სარის ასისტენტი, იარკო იანი „მანჩესტერის“ სათადარიგოთა სკამის წინ, ზედმეტად ემოციურად აღნიშნავდა როს ბარკლის გოლს, რომელმაც „ჩელსი“ წაგებას გადაარჩინა.

 

„ჩელსის“ გულშემატკივრები პორტუგალიელის მისამართით შეურაცხმყოფელ ფრაზებს ისროდნენ. პასუხად, მან ფანებს სამი თითი უჩვენა, რითაც შეახსენა, რომ „ჩელსისთან“ ერთად სამჯერ აქვს „პრემიერლიგა“ მოგებული.