„ჩელსის“ ვარსკვლავი სასიყვარულო სკანდალში ეხვევა
„ჩელსის“ ვარსკვლავი სასიყვარულო სკანდალში ეხვევა

„ჩელსის“ ბრაზილიელი ნახევარმცველი ჟორჟინიო სექსუალური სახის სკანდალში გაეხვა, წერს ბრიტანული გამოცემა „დეილი სტარი“.

როგორც ირკვევა, „არსენალის“ გულშენატკივარს, რომელსაც აარონ ჰიუზი ჰქვია, ურთიერთობა ჰქონდა „ჩელსის“ სისტემაში მომუშავე ელიზა სკალკონთან და მასზე დაქორწინებას გეგმავდა, თუმცა მოულოდნელად მის სმარტფონში „არისტოკრატების“ ფეხბურთელ ჟორჯინიოსთან მიმოწერა ნახა.

აარონის თქმით, ჟორჟინიომ მის საცოლეს საკმაოდ ბევრი შეტყობინება გაუგზავნა და მას სასტუმროში პატიჟებდა. ერთ-ერთ შეტყობინებაში ფეხბურთელი ეკითხება გოგონას, როგორი სახის ინტიმური კავშირი მოსწონს.

აღსანიშნავია, რომ ჟორჟინიოსგან ბავშვს ელოდება კეტრინ ჰარდინგი, რომელიც ერთ-ერთი ბრიტანული მუსიკალური შოუს ვარსკვლავია. გარდა ამისა, ჩელსის ვარსკვლავს უკვე ჰყავს ორი შვილი, თავის მერუღლეს კი ის გასულ წელს გაშორდა.