ლონდონის „ჩელსის“სკაუტები „ლიონსა“ და „ლაიპციგს“ შორის ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩს დაესწრნენ. ისინი აკვირდებოდნენ გერმანული და ფრანგული კლუბების ფორვარდებს – ტიმო ვერნერსა და მუსა დემბელეს. ამის შესახებ გაზეთი „დეილი მეილი“ წერს.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ მოუხსნეს სატრანსფერო აკრძალვები და ლონდონელებს შეუძლიათ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ახალი ფეხბურთელების შეძენა. პირველ რიგში, კლუბი ფორვარდის პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრობს, რათა გაზარდოს ფორვარდ ტამი აბრაჰამისთვის კონკურენცია, რისი გაკეთებაც არ შეუძლიათ მიში ბატშუაისა და ოლივიე ჟირუს. ამ უკანასკნელს გუნდიდან წასვლა სურს, რადგან მეტი სათამაშო დროის მიღება უნდა.
ტიმო ვერნერმა ამ სეზონში ბუნდესლიგის 14 მატჩში 15 გოლი გაიტანა და ამას ხუთი შედეგიანი პასი დაუმატა. მისი სატრანსფერო თანხა 60 მილიონს შეადგენს. მუსა დემბელეს საფრანგეთის ჩემპიონატის 16 მატჩში 10 გოლი დაუგროვდა.