„ჩელსის“ შემდეგ სუპერლიგის დატოვება „მანჩესტერ სიტიმ“ გადაწყვიტა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ ევროპის სუპერლიგიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. კლუბმა ორგანიზატორებს აცნობა, რომ აღარ სურს პროექტში მონაწილეობა. ეს ინფორმაცია საკუთარ „ტვიტერზე“ გაავრცელა ჟურნალისტმა მარტინ ლიპტონმა.
უფრო ადრე, ანალოგიური ინფორმაცია გაჩნდა „ჩელსისთან“ დაკავშირებით, რომლის გულშემატკივრები აგრესიულად შეხვდნენ კლუბის სუპერლიგაში შესვლას.
თავდაპირველად სუპერლიგაში მონაწილეობას დათანხმდნენ – „რეალი“, „ბარსელონა“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მილანი“, „ჩელსი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ინტერი“ და „ტოტენჰემი“.