ამ ზაფხულს ლონდონის “ჩელსის” ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე “ლიონის” ვარსკვლავი ნაბილ ფეკირი იქნება. ფრანგულ გაზეთ „ეკიპის“ (L’Equipe) ცნობით, “ჩელსის” გარდა, 24 წლის შემტევის მსურველი კიდევ რამდენიმე ინგლისური კლუბია: “ტოტენჰემი”, “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი”. თუმცა, ამ ბრძოლაში ფავორიტი “ჩელსია”.
გარდა ამისა, ფეკირისთვის ბრძოლაში მადრიდის “ატლეტიკოც” არის ჩართული. ესპანელები ფეკირში ფორვარდ ანტუან გრიზმანის შემცვლელს ხედავენ, რომელიც, დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ დიეგო სიმეონეს გუნდს დატოვებს და “ბარსელონაში” გააგრძელებს კარიერას.
მიმდინარე სეზონში ფეკირმა საფრანგეთის ჩემპიონატში 28 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.