ლონდონის „ჩელსის“ 19 წლის ფორვარდს კალუმ ჰადსონ-ოდოის კორონავირუსი დაუდგინდა, – იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
ფეხბურთელს დაავადების სიმპტომები ორშაბათს, 9 მარტს გამოუვლინდა და მას შემდეგ, გუნდის ვარჯიშებს არ დასწრებია. „ჩელსის“ პერსონალის ის ნაწილი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ჰადსონ-ოდოისთან, თვითიზოლაციაში წავიდა.
იტყობინებიან, რომ ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და გუნდთან უახლოეს მომავალში დაბრუნებას იმედოვნებს.
ამ სეზონში ჰადსონ-ოდოიმ 27 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.