„ჩელსის“ ფეხბურთელმა მაუნტმა კარანტინი დაარღვია და სერიოზული სასჯელი ელოდება
„ჩელსის“ ფეხბურთელმა მაუნტმა კარანტინი დაარღვია და სერიოზული სასჯელი ელოდება

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი მეისონ მაუნტი კვირას, ლონდონის ერთ-ერთ პარკში შეამჩნიეს, არადა, კლუბის მთელი შემადგენლობა ორკვირიან კარანტინში იყო გაშვებული, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „მირორმა“.

მაუნტი პარკში „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელთან დეკლან რაისთან ერთად სეირნობდა. ორივე ფეხბურთელი ინგლისის ნაკრების კანდიდატია.

„ჩელსი“ კარანტინში სამშაბათს მოათავსეს, როცა კორონავირუსი დაუდგინა გუნდის ნახევარმცველს კალუმ ჰადსონ-ოდოის. ყველა მოთამაშეს მიეცა სახლში დარჩენის რეკომენდაცია. ახლა, მაუნტს სერიოზული დისციპლინარული სასჯელი ელოდება საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის.