„ჩელსის“ არასრულწლოვანებთან კონტრაქტის გაფორმებაზე ედავებიან
„ჩელსის“ არასრულწლოვანებთან კონტრაქტის გაფორმებაზე ედავებიან

ლონდონურ „ჩელსის“ შესაძლოა ტრანსფერების განხორციელება ორი წლით აეკრძალოს და ამის მიზეზი კლუბის მიერ არასრულწლოვან უცხოელ ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაფორმების ბრალდებაა. ფრანგული ვებგვერდი „მედიაპარტი“ (Mediapart) ამტკიცებს, რომ საუბარი 14 ფეხბურთელზეა და მათ შორისაა ბურკინა ფასოს ნაკრების წევრი ბერტრან ტრაორე.

გავრცელებულ იფორმაციას თავად „ჩელსიც“ გამოეხმაურა და ოფიციალურად განაცხადა, რომ გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს და რომ ფიფას ყველა სახის საბუთი მიაწოდა, რომლებითაც მტკიცდება, რომ რეგულაციები კლუბში ზედმიწევნით სრულდება.

ზემოხსენებული ფრანგული ვებ გვერდის ცნობით, თუ „ჩელსის“ ბრალდება დაუმტკიცდა, მას ოთხი სატრანსფერო ფანჯრის გამოტოვება და ჯარიმის სახით 45 000 ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევს.