ლონდონის „ჩელსი“ ლიდერი გახდა ევროპულ კლუბებს შორის ზაფულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალ ფეხბურთელებზე დახარჯული თანხის ოდენობით, – იტყობინება Sky Sports.
წყაროს ცნობით, „ჩელსიმ“ ამ ზაფხულს 322 მილიონი ევრო დახარჯა, რაც გუნდის არსებობის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.
„ჩელსის“ ახალწვეულების სრული სია:
ედი ბიჩი (საუთჰემპტონი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ომარი ჰათჩინსონი (არსენალი), კალიდუ კულიბალი (ნაპოლი), გაბრიელ სლონინა (ჩიკაგო), კარნი ჩუკვუემეკა (ასტონ ვილა), მარკ კუკურელია (ბრაიტონი), ზაკ სტარჯი (ბრაიტონი), ტაილერ დიბლინგი (საუთჰემპტონი), ვესლი ფოფანა (ლესტერი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (ბარსელონა), დენის ზაკარია (იუვენტუსი).
პრემიერლიგის ხუთი ტურის შემდეგ, „ჩელსი“ შვიდი ქულით მეათე ადგილზეა.