„ჩელსიმ“ პრემიერლიგის პირველ ტურში სამი უპასუხო გოლი გაუტანა „კრისტალ პალასს“ [ვიდეო] #1TVSPORT
„ჩელსიმ“ პრემიერლიგის პირველ ტურში სამი უპასუხო გოლი გაუტანა „კრისტალ პალასს“ [ვიდეო] #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსიმ“ საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით დაამარცხა „კრისტალ პალასი“ და მოგებით დაიწყო პრემიერლიგის ახალი სეზონი.

ანგარიში საჯარიმო დარტყმით მარკოს ალონსომ გახსნა. „ჩელსისთვის“ ეს იყო პრემიერლიგაში გატანილი 50-ე საჯარიმო. კლუბი ამ მაჩვენებლით „მანჩესტერ იუნაიტედს“ (64) ჩამორჩება. შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე მეორე გოლი კრისტიან პულიშიჩმა გაიტანა. ამერიკელს „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ ხუთ მატჩში ხუთი გოლი დაუგროვდა.

58-ე წუთზე პრემიერლიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა ტრევო ჩალობამ. 22 წლისა 40 დღის ასაკში ის მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც „ჩელსიში“ სადებიუტო მატჩში გაიტანა.

თომას ტუხელის გუნდმა 3:0 მოიგო და შესანიშნავად დაიწყო ახალი სეზონი. მანამდე ლონდონელებმა უეფა-ს სუპერთასი მოიგეს, როცა პენალტების სერიაში დაამარცხეს „ვილიარეალი“.