ლონდონის „ჩელსი“ პირველად დამარცხდა ახალი მთავარი მწვრთნელის ფრენკ ლემპარდის ხელმძღვანელობით. პარასკევს, „არისტოკრატები“ იოკოჰამაში შეხვდნენ „კავასაკი ფრონტალეს“. შეხვედრა იაპონურმა გუნდმა ანგარიშით 1:0 მოიგო.
ლონდონელებმა ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე გაუშვეს – თავი გამოიჩინა ბრაზილიელმა ფორვარდმა ლეანდრო დამიაომ, რომელიც შეცვლაზე შევიდა მოედანზე.
„ჩელსიმ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
კაბალიერო, დავიდ ლუიში, ასპილიკუეტა (კრისტენსენი, 46), მარკოს ალონსო (ძაპაკოსტა, 46), ზუმა (ემერსონი, 46), კენედი (პალმერი, 71), კოვაჩიჩი (ბაკაიოკო, 56), ჟორჟინიო (დრინკუოტერი, 56), მაუნტი (პულშიჩი, 65), პედრო როდრიგესი (ბარკლი, 46), ბატშუაი (ჟირუ, 46).
შემდეგ მატჩში 23 ივლისს, „ჩელსი“ „ბარსელონას“ შეხვდება.