„ჩელსიმ“ პედრო ნეტოს ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„ჩელსიმ“ პედრო ნეტოს ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ „ვულვერჰემპტონის“ ნახევარმცველთან, პედრო ნეტოსთან.

24 წლის ფეხბურთელმა „ლურჯებთან“ 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

პედრო ნეტოს ანგარიშზე 10 მატჩია პორტუგალიის ნაკრებში. პორტალ Transfermarkt-ის შეფასებით, ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს.