ინგლისის ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩში „ჩელსიმ“ „ნორვიჩს“ უმასპინძლა.
შეხვედრის ფავორიტად, რა თქმა უნდა, ლონდონური გრანდი მიიჩნეოდა, რომელმაც სტატუსი სრულად გაამართლა და სტუმრებს თავს დიდი განსაცდელი დაატეხა.
მატჩი „ჩელსის“ სრული დომინაციით წარიმართა და „ნორვიჩის“ კარში გოლების წვიმა არ წყდებოდა. საბოლოოდ, ლონდონელებმა „ნორვიჩს“ შვიდი უპასუხო ბურთი გაუტანეს – 7:0.
ჰეთთრიქი შეასრულა მეისონ მაუნტმა, რომელმაც მეტოქეთა კარი (მე,8, 85-ე და 90-ე წუთებზე) სამჯერ აიღო.
მიმდინარე სეზონში პრემირლიგის სატურნირო ცხრილს სწორედ „ჩელსი“ ლიდერობს, „ნორვიჩი“ კი უკანასკნელ პოზიციაზე იმყოფება.