„ლაიპციგის“ ნახევარმცველი კრისტოფერ ნკუნკუ კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს, – ამის შესახებ იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ განაცხადა.
აღნიშნავენ, რომ მხარეებმა სრულად შეათანხმეს ტრანსფერი და ყველა დოკუმენტი გაფორმებულია. ფრანგი ნახევარმცველი 2023 წლის ზაფხულში გადავა ინგლისურ კლუბში.
კრისტოფერ ნკუნკუმ გამოტოვა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი, რადგან ტურნირის წინ მიიღო ფეხის ტრავმა.