„ჩელსიმ“ „იუვენტუსს“ კიეზას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა #1TVSPORT
ლონდონურმა გრანდმა „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას ფედერიკო კიეზას სანაცვლოდ 100 მლიონი ევრო შესთავაზა, – იუწყება „ბილდის“ ჟურნალისტი კრისტიან ფალკი.
ფალკის ინფორმაციით, ტურინელებმა 23 წლის ფეხბურთელის გასხვისება არ ისურვეს და „ჩელსი“ უარით გაისტუმრეს.
ევრო 2020-ზე კიეზამ იტალიის ნაკრებთან ერთად ჩემპიონობა იზეიმა. „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო და ორი გოლის ავტორი გახდა.
იტალიის ჩემპიონატის ბოლო სეზონში კიეზამ „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემა უნდა შეასრულა.