„ჩელსიმ“ გრანიტ ჯაკასთან შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT

22:53, 27.06.2026

ლონდონის „ჩელსის“ შემადგენლობა ამ ზაფხულს შეიძლება „სანდერლენდისა“ და შვეიცარიის ნაკრების ნახევარმცველმა გრანიტ ჯაკამ შეავსოს.

როგორც Sky Sports Germany წერს, 33 წლის ნახევარმცველმა სრულად შეათანხმა კონტრაქტი „ჩელსისთან“. მის გადასვლაში პირადად არის დაინტერესებული ლონდონელთა ახალი მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო, რომელთანაც ჯაკა „ლევერკუზენში“ თამაშისას თანამშრომლობდა.

„ჩელსი“ უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს „სანდერლენდთან“ ტრანსფერის თანხაზე.

გრანიტ ჯაკა შვიდი სეზონი თამაშობდა „არსენალში“, რის შემდეგაც „ლევერკუზენში“ გადავიდა, სადაც ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

მსგავსი