„ჩელსიმ“ ფილიპე კოუტინიოსთან მოლაპარაკებები დაიწყო
„ჩელსიმ“ ფილიპე კოუტინიოსთან მოლაპარაკებები დაიწყო

ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობამ „ბარსელონას” ნახევარმცველთან ფილიპე კოუტინიოსთან მოლაპარაკებები დაიწყო. ბრაზილიელი დღეისთვის იჯარის წესებით მიუნხენის „ბაიერნში” თამაშობს, მაგრამ ამ სეზონის შემდეგ, დიდი ალბათობით, ესპანურ კლუბში დაბრუნდება, – წერს ინტერნეტგამოცემა Sport.es.

კოუტინიოს გადაბირებით ასევე დაინტერესებულნი არიან „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ტოტენჰემი“ და „არსენალი“. 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი შეფასებულია 70 მილიონ ევროდ.

მიმდინარე სეზონში კოუტინიომ ბუნდესლიგის 22 მატჩში რვა გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.